1771355340
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მარნეულში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა
ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კოლეჯ “მოდუსის” მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან.
თეა ახვლედიანმა შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მნიშვნელობას, რაც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ფუნდამენტს ქმნის.
შეხვედრა სტუდენტებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით წარიმართა. მონაწილეებს დასმული საკითხების საპასუხოდ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
"შევხვდით პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ მათ შორის არაქართულენოვან სტუდენტებს, რომლებიც მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან ერთად, პირველ რიგში ქართულ ენას ეუფლებიან, რაც ახალგაზრდების მხარდაჭერას და ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.












