სახალხო დამცველმა ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველი

 2025 წლის 29 დეკემბერს  საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაბა ქსანში მე-15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

სახალხო დამცველი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა საცხოვრებელი და საერთო სივრცეები; გაესაუბრა პატიმრებს, ასევე, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას; მიიღო დეტალური ინფორმაცია ბოლო პერიოდში დაწესებულებაში განხორციელებული სიახლეებისა და პატიმართა  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ.

სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.