დავით მათიკაშვილი: ძალადობა როდესაც იყო გაჩაღებული, კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ ახალაიასა და ამ ძალადობაში მხილებულ პირებს, სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარდგენილი

დავით მათიკაშვილი

ძალადობა როდესაც იყო გაჩაღებული, კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ ახალაიასა და ამ ძალადობაში მხილებულ პირებს, სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„მზაკვრული მცდელობაა, რომ თითიდან გამოწოვილი, თითქოს, არარსებული პარადიგმით ეჭვის ქვეშ დააყენონ გამოძიების მიერ სკრუპულოზურად გამოქვეყნებული ქრონომეტრაჟი იმ ასეულობით ურთიერთკავშირის, რომელიც 4 ოქტომბრის ღამეს ჰქონდათ. მაშინ, როდესაც ძალადობა იყო გაჩაღებული, კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ ახალაიასა და ამ ძალადობაში მხილებულ პირებს. რაზე საუბრობდნენ, ილია ჭავჭავაძეს განიხილავდნენ, შოთა რუსთაველს თუ შექსპირზე იყო საუბარი? რაზე იყო საუბარი იმ უმძიმეს ღამეს, როდესაც, როგორც ეტყობა, ძალადობაში მყოფი და მონაწილე ყველა პირი დავალებებს ასე იღებდნენ? სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარდგენილი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.