საგარეო უწყება: მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი - ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად

რეისი

მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.

ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.