რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
ირანში ინტერნეტის გათიშვის ფონზე ზუსტად იმის გარკვევა, რა ხდება ქვეყანაში, ძალიან რთულია, თუმცა BBC-მ მოახერხა რამდენიმე ადამიანთან საუბარი, რომლებმაც დროებით მოახერხეს ინტერნეტის გამოყენება.
„ინტერნეტის ასეთი მდგომარეობა ხალხს კიდევ უფრო აბრაზებს. ზოგი დარტყმებს სახლების სახურავებიდან უყურებს. ქალაქი ძალიან ჩუმი და თითქმის დაცარიელებულია. ზოგმა დარტყმების შიშით ქალაქიც დატოვა....
აქამდე აფეთქება ასე ახლოდან არასდროს მინახავს. ამჯერად კი საკუთარი თვალით ვნახე.
უცებ დავინახე, როგორ ავარდა სინათლე ცისკენ. სახლში ყველა ფანჯარა დაიწყო ზანზარი. ჩემი ოჯახი ისე შეშინდა, ვერც წარმოიდგენთ“,- ამბობენ BBC-სთან საუბრისას თეირანიდან.