1784020802
საფრანგეთი უკრაინას SCALP-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს
საფრანგეთმა უკრაინას SCALP-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების, მართვადი ბომბებისა და საზენიტო დამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცა.
განცხადება ემანუელ მაკრონმა მსურველთა კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, მომდევნო თვეებში უკრაინის მეზობელ ქვეყნებში საზღვაო სახმელეთო და საჰაერო წვრთნა ჩატარდება, რომელშიც ის მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მომავალში უკრაინაში განალაგდება.
უკრაინა ასევე გეგმავს 16 ერთეული ფრანგული გამანადგურებლის, Rafale-ის შეძენას. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ამოცანების შესრულებას 2028-2029 წლებში დაიწყებენ.








