იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდებზე ბარიერი გადალახეს, მაგრამ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვერ მოხვდნენ, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევათ. 9 სექტემბერს განახლებული "ცნობარის" მიხედვით, მეორადი ჩარიცხვისთვის საქართველოს კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 8 771 ადგილია დარჩენილი, რომლებიც 348 საბაკალავრო პროგრამაზე ნაწილდება.
მეორად ჩარიცხვაზე რეგისტრაცია 14 სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და 18 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება. პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა სასურველ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ, ასევე მათ, ვისაც ერთ ან რამდენიმე გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ პროფესიული პროგრამისთვის დადგენილ ზღვარს აკმაყოფილებს.
სად არის ყველაზე მეტი დარჩენილი ადგილი
დარჩენილი ადგილების რაოდენობით აშკარა ლიდერია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მის საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში 1 320 ადგილია დარჩენილი. ეს საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 15 პროცენტია. თუმცა აღნიშნულ უნივერსიტეტს ყველა პროგრამაზე შიდა ზღვარი აქვს. გარდა იმისა, რომ კონკრეტული საგნები უნდა გქონდეთ ჩაბარებული, მაგალითად, დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამისთვის, შიდა ზღვარიც უნდა გადალახოთ. აღნიშნული პროგრამა, მაგალითად, ქართულ ენას და ლიტერატურაში 50%-იან ზღვარს აწესებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ქართულში 17 ქულა გაქვთ, შიდა ზღვარს ვერ გადალახავთ... სრულად