რა ცვლილებებს მოუტანს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ვრცელი პროგნოზი

ახალმთვარეობა

ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში ახალმთვარეობის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და წერს თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

ვერძი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 6 სახლში, რაც არის სამსახური, ჯანმრთელობა და ყოველდღიური რეჟიმი. პირად ურთიერთობაში, ყოფითმა საკითხებმა, შეიძლება მეტი ყურადღება მოითხოვოს. წყვილებისთვის კარგია პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხოლო მარტოხელა ვერძები შეძლებენ გაიცნონ მათთვის საინტერესო ადამიანი სამუშაოს ან უახლოესი გარემოს მეშვეობით.

ფინანსები: თუ ხარჯებს უკეთ გააკონტროლებთ, შეძლებთ შემოსავლების სტაბილიზაციას, მოერიდეთ იმპულსური შენაძენების გაკეთებას.

კარიერა: ძალიან ძლიერი პერიოდია სამუშაო რეჟიმისა და პროფესიული ეფექტურობის ზრდისთვის. შეიძლება ჩაერთოთ ახალ პროექტებში, რაც მოგიტანთ ახალ მოვალეობებსა და პასუხიმგებლობებს.

ოჯახი: ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა და თქვენი ოჯახის წევრები.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება მოაწესრიგოთ თქვენი სამუშაო რეჟიმი.

კურო:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 5 სახლში, რაც არის სიყვარული, გრძნობები, შვილები და შემოქმედებითი ნაწილი.
პირადი: ახალმთვარეობა თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ძლიერდება რომანტიკა, ფლირტი და სიახლეები ურთიერთობაში.
ფინანსები: ფულის გამომუშავებას შეძლებთ დამატებითი პროექტიდან ან კრეატიული საქმიანობიდან.
კარიერა: კარგ შედეგებს მოგიტანთ ახალი, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროექტების განხორციელდება.
ოჯახი: აქტიურდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და დიდი სიხარულის პერიოდია ოჯახში.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება დრო დაუთმოთ საკუთარ სიამოვნებასა და პირად ცხოვრებას.

ტყუპები:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -4 სახლში, რაც არის სახლი, ოჯახი, საცხოვრებელი და მშობლები.

პირადი: ამ პერიოდში, ოჯახური გარემო გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობებზე. შესაძლებელია პარტნიორთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

ფინანსები: ასევე შესაძლებელია უძრავ ქონებასთან ან სახლთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების აქტივიზაცია და ხარჯების გაზრდაც.
კარიერა: მნიშვნელოვანი ხდება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაჭერა.
ოჯახი: არსებობს სარემონტო სამუშაოების დაწყების, საცხოვრებლის შეცვლის ან ოჯახური ურთიერთობების დალაგების ალბათობა.
ამ პერიოდში, მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური სტაბილურობის პირველ ადგილზე დაყენება.

კირჩხიბი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 3 სახლში, რაც არის კომუნიკაციები, დოკუმენტები, სწავლა და მოკლე გზები.
სიყვარული: ახლა კარგი დროა დაასრულოთ წარსულში დაწყებული საუბრები, გულწრფელობა გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობებს.
ფინანსები: მოსალოდნელია ისეთი ხარჯების გააქტიურება, რაც დაკავშირებული იქნება დოკუმენტებთან, ხელშეკრულებებთან ან მოკლე მგზავრობასთან.
კარიერა: პროფესიულად დაგეხმარებათ და კარიერულად წინ წაგწევთ ახალი ცოდნის მიღება, კურსების გავლა, მოლაპარაკებები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება.
ოჯახი: აქტიურ ფაზაში გადადის ნათესავებთან ურთიერთობა.
გახსოვდეთ ამ პერიოდში წარმოთქმულ სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვს, შეგიძლიათ ისაუბროთ პირდაპირ, თუმცა შეინარჩუნეთ სირბილე.

ლომი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 2 სახლში, რაც არის ფინანსები, შემოსავლები, მატერიალური სტაბილურობა და პირადი რესურსები.

პირადი: ურთიერთობაში მთავარი ხდება ერთმანეთის დაფასება და თანაბრად პასუხიმგებლობებისა და ენერგიების გაცემა-მიღება.
ფინანსები: ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თქვენთვის. გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ შემოსავლის ახალი წყარო, ასევე მოსალოდნელია მოხდეს ხელფასის გადახედვა ან ფინანსური გეგმის ცვლილება.
კარიერა: თქვენი შრომის რეალური ღირებულების დანახვა დაგეხმარებათ უკეთესი პირობების მოთხოვნაში.
ოჯახი: საჭირო გახდება ფინანსური საკითხების დალაგება ოჯახში.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება არ გაფლანგოთ თქვენი დრო და ენერგია ფუჭად.

ქალწული:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ 1-ელ სახლში, რაც არის „ეგო“, გარეგნობა, პირადი გადაწყვეტილებები და ახალი ეტაპის დასაწყისი.
პირადი: ახალი ეტაპი იწყება თქვენს პირად ცხოვრებაში. მარტოხელა ქალწულებს ელოდებათ ახალი ნაცნობობა, ხოლო მათ ვისაც უკვე ჰყავთ თავიანთი მეორე ნახევარი მოსალოდნელია ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა, განახლება და წესების ცვლილება.
ფინანსები: შემოსავლების გაზრდისთვის ხელსაყრელი პერიოდია დააწყოთ ახალი გეგმები, რის შედეგებსაც თანმიმდევრული მუშაობა მოიტანს.
კარიერა: ძალიან კარგი პერიოდია ახალი სამსახურის, პროექტის, პროფესიული იმიჯის ან საქმიანობის დაწყებისთვის.
ოჯახი: შესაძლებელია მოგემატოთ პასუხიმგებლობები ოჯახში, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ შეინარჩუნოთ საკუთარი საზღვრები.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება შეცვალოთ ის, რაც აღარ მუშაობს, რადგან ეს არის თქვენი პირადი გადატვირთვის პერიოდი.

სასწორი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -12 სახლში, რაც არის დასრულება, საიდუმლოებები და შინაგანი გათავისუფლება.
პირადი: შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ძველი ემოციური საკითხები და ახალი ურთიერთობის დაწყებამდე დაგჭირდებათ საკუთარ სურვილებში გარკვევა.
ფინანსები: არსებობს ალბათობა, გაჩნდეს ფარული ხარჯები ან ისეთი ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.
კარიერა: კარგი დროა სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად, სტრატეგიის შესაქმნელად, ძველი პროექტების გასაუმჯობესებლად.
ოჯახი: შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეს ოჯახის წევრს.
ამ პერიოდში ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას და განსაზღვრეთ პრიორიტეტები.

მორიელი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე -11 სახლში, რაც არის მეგობრები, საერთო გეგმები, საზოგადოებრივი წრე, თანამოაზრეები და თავისუფალი არჩევანი.
პირადი: ამ პერიოდში ვენერას ტრანზიტი, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მეტად აღრმავებს სიყვარულს განცდას და შესაძლებელს ხდის მეგობრობა გადაიზარდოს დიდ გრძნობაში.
ფინანსები: ჩნდება შესაძლებლობა მატერიალური სარგებლის მიღების ჯგუფური პროექტებიდან ან მეგობრებისგან.
კარიერა: კარგი პერიოდია ახალი პროფესიული კავშირების შესაქმნელად.
ოჯახი: ეს არის მეგობრების და ოჯახის წევრების ერთ თემაში გაერთიანების პერიოდი.
ამ პერიოდში, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც მომავლის აშენებას შეძლებთ.

მშვილდოსანი:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე-10 სახლში, რაც არის კარიერა, სტატუსი, პროფესიული ცვლილებები და მდგომარეობა.
პირადი: კარიერულმა დატვირთვამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს პირად ცხოვრებაზე.
ფინანსები: საჭიროა გამოიჩინოთ ახლა მოთმინება, რათა პროფესიულმა წინსვლამ მომავალში გაზარდოს თქვენი შემოსავლები.
კარიერა: ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის ახალ საწყისზე დგახართ, მოსალოდნელია დაწინაურება, ახალი თანამდებობა, მიმართულებები ან პროფესიული მიზნების დასახვა.
ოჯახი: შესაძლოა გაგიჩნდეთ ოჯახისგან შეიძლება მეტი პასუხისმგებლობის ან მხარდაჭერის მოთხოვნა.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია კონკრეტულ გეგმად აქციოთ თქვენი კარიერული მიზნები.

თხის რქა:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე-9 სახლში, რაც არის უცხოეთი, მოგზაურობა, განათლება და სამართლებრივი საკითხები.
პირადი: ამ პერიოდს მოაქვს ურთიერთობაში ერთად გაზრდის, მოგზაურობის, სწავლის ან საერთო მომავლის დაგეგმვის დიდი სურვილი.
ფინანსები: შეიძლება გაჩნდეს უცხოეთთან, განათლებასთან, სამართლებრივ ან საერთაშორისო საქმიანობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები.
კარიერა: ახალი განათლება ან მიღებული კვალიფიკაცია მომავალ პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
ოჯახი: შესაძლოა დაგეგმოთ ოჯახთან ერთად მოგზაურობა ან მიიღოთ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იფიქროთ უფრო მასშტაბურად და გამოხვიდეთ ძველი ჩარჩოებიდან.

მერწყული:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 8 სახლში, რაც არის საერთო ფინანსები, ვალები, ტრანსფორმაცია და საერთო ვალდებულებები.
პირადი: ურთიერთობაში მთავარი და მნიშვნელოვანი ხდება ინტიმურობა და ნდობა, ზედაპირული კავშირები აღარ დაგაკმაყოფილებთ.
ფინანსები: კარგი პერიოდია საერთო ფინანსების დასალაგებლად, რაც შეიძლება იყოს სესხები, ვალები, პარტნიორის ფული, გადასახადები და ინვესტიციები.
კარიერა: შესაძლებელია ჩაერთოთ პარტნიორთან ერთად ფინანსურ პროექტებში, თუმცა, აუცილებელია დეტალურად შეამოწმეთ პირობები.
ოჯახი: მნიშვნელოვანი ხდება ოჯახში ფინანსური პასუხისმგებლობების გადანაწილება.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არ აქციოთ სხვისი პრობლემა თქვენს ფინანსურ ტვირთად.

თევზები:

ახალმთვარეობა ხვდება თქვენს ასტროლოგიურ მე- 7 სახლში, რაც არის ქორწინება, პარტნიორობა და ურთიერთობები.პირადი: ახალმთვარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენთვის, რაც მოიაზრება როგორც ახალ ეტაპის დასაწყისი ურთიერთობებში, ასევე ეს არის ახალი ნაცნობობა, შეთანხმება ან არსებული კავშირების გაჯანსაღების დრო.ფინანსები: სიფრთხილეს საჭიროებს ყველა სახის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორობაში.კარიერა: შესაძლებელია დაიგეგმოს ახალი თანამშრომლობა ან გამოჩნდნენ მნიშვნელოვანი კლიენტები.ოჯახი: პარტნიორთან დაკავშირებულმა საკითხებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ოჯახურ ცხოვრებაზეც.ამ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ გქონდეთ განსაზღვრული რას ელით თქვენი მეორე ნახევრისგან.