რომელი დიზაინერის სამოსით წარდგა სალომე ზურაბიშვილი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გუშინ, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციას დაესწრო.

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქართველი დიზაინერების მხარდაჭერისა და პოპულარუზაციის მიზნით, ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე, რომელიც  გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართა, ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაიძის სამოსით წარდგა.

რაც შეეხება დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას, იქ ირაკლი ნასიძისა და ჯაბა დიასამიძის სამოსითა და ნინა ზარქუას აქსესუარით დაესწრო”, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.