რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ წნევა - ექიმი განმარტავს

ექიმი

 რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ წნევა?  -  ამ საკითხზე ექიმი,  ირაკლი მიქაძე სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს. 

„წესით, ნორმალურ მდგომარეობაში, ორივე ხელზე წნევა თანაბარი უნდა იყოს. 5 ერთეულით, 10-მდე სხვაობა დასაშვებია, მაგრამ არა მეტი. 10 და 10-ზე მეტი თუ არის სხვაობა, არ შეიძლება. ზოგადად, რა არის არტერიული წნევა? ამ დროს ვზომავთ, თუ რამდენად ძლიერია სისხლისა და სისხლძარღვების ერთმანეთზე ზეწოლა, რა ძალით აწვება სისხლი სისხლძარღვებს. ესდ არის სისხლის არტერიული წნევა. ის ერთ-ერთი მდგენელია იმ მრავალ ფაქტორში, თუ როგორ იკვებება თქვენი სხეული, სხეულის ნებისმიერი ნაწილი. წარმოიდგინეთ, თუ თქვენი სხეულის მარჯვენა ნაწილი უკეთ იკვებება, ვიდრე მარცხენა და პირიქით, აშკარად დარღვევაა. ამიტომ უნდა იყოს წნევა ორივე ხელზე თანაბარი, რომელ ხელსაც, ფეხსაც, თავსაც ნორმალურად უნდა მიეწოდებოდეს სისხლი და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია სისხლის არტერიული წნევა. თუ ეს სხვაობა დიდია, ანგიოლოგს უნდა მიმართოთ. მან იცის, შემდგომში რა კვლევები უნდა ჩაგიტაროთ. ვგულისხმობ, როცა ერთ ხელზე 120 გაქვთ და მეორეზე მაგალითად, 160. 

მაინც რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ, თუ ამ ორ კიდურს შორის სხვაობა არსებობს? ყოველთვის უნდა გაიზომოთ იმ ხელზე, რომელზეც წნევა უფრო მეტია. სადაც ნაკლებია, იქ შეიძლება სისხლძარღვოვანი პრობლემა იყოს და ამის გამო არასწორ წნევას აჩვენებდეს", - ამბობს ირაკლი მიქაძე.