მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
არსებული ინფორმაციით, ახალშობილი კლინიკაში რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა.
მშობლების მოთხოვნით, ბავშვს თავზე კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებული იყო. ჩვილი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია.
„ბავშვი გადმოყვანილია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლიდან. გადმოყვანის მიზეზი იყო ნეიროქირურგიის და ნევროლოგის აქტიური ჩარევის საჭიროება, ვინაიდან პაციენტს ბათუმის კლინიკაში გულყრა აღენიშნა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური. ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. წონაში მატება აღენიშნა. საკვებს აქტიურად იღებს, ბუნებრივ კვებაზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული ბავშვის ბინაზე გაწერასთან დაკავშირებით... მშობლებს დღეს დილით ვესაუბრე, ბევრი რამ ავუხსენი. მშობლები გაწერის წინააღმდეგები არ არიან. თუ რაიმე დამატებითი კვლევაა, რაც შეიძლება ჩატარდეს, ამის შესაძლებლობასაც განვიხილავთ, მაგრამ ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ბავშვის გაწერა იქნება აუცილებელი. ყველაფერი აქვს ნორმაში... ერთი თვის შემდეგ ჩვენ ხელმეორედ ჩავატარებთ ბავშვის დეტალურ შეფასებას“ განაცხადა ჩხაიძემ.