„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ამინდის პროგნოზი ცვალებადია. ნოემბრისთვის დამახასიათებელი ტემპერატურული ცვლილებები, ნალექი და პერიოდულად გამოიდარება კვლავ აქტუალური იქნება.
თბილისში 11 ნოემბერს შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება. დღისით ტემპერატურა დაახლოებით +10, +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1, +4 გრადუსამდე დაიკლებს.
12 ნოემბრიდან სითბო მოიმატებს. 13 ნოემბერს ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, 14-15 ნოემბერს კი ტემპერატურა +18, +20 გრადუსს მიაღწევს. მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი და მზიანი პერიოდები.
16 ნოემბერს ტემპერატურა კვლავ დაიკლებს, დღისით დაახლოებით +14 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც. 17 ნოემბერს კი ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება.