როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

amindi

 23 ივლისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

სოხუმში იწვიმებს, +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს, დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმაა დღეს, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც წვიმს, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.

ბორჯომშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, +31 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ომალოში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში ნალექიანი დღეა. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მცირე ნალექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.