სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
დღეს საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტ შტაინ მაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
"ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების ნორმალიზება გაგრძელდება.
"რასაც ახლა გერმანული მხარე აკეთებს, ამას ჰქვია საღ აზრზე დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.
ჩვენ თავშეკავებულობას ვინარჩუნებდით, ვაცხადებდით, რომ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიქნებოდით, ასეც გავაკეტეთ ყველაფერი. ახლა ბურთი გერმანიის მთავრობის მოედანზეა.
ვიმედოვნებთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის მისამართით და სამართლიანობის ფარგლებში ჩასვამენ იმ დაზიანებულ ურთიერთობებს, რომელზეც ბატონმა ფიშერმა ასე იზრუნა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.