განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინის“, „მორფინისა“ და „კოდეინის“ საქართველოში შემოტანისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 53299,905 გრ. „ჰეროინის“, 1502,132 გრ. „მორფინის“ და 751,0659 გრ. „კოდეინის“ შემცველი ნივთიერებები, რომელიც საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი’’-ს გამოვლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.