როგორი ამინდი იქნება სანაპირო კურორტებზე - უახლოესი დღეების პროგნოზი

ზაფხულის ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.

„უახლოეს დღეებში - დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა ელჭექით. განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ნალექი შესაძლოა იყოს ძლიერი და თან ახლდეს სეტყვა.

სანაპირო კურორტებზე დღის საათებში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვა მშვიდი იქნება, რაც ხელს შეუწყობს დასვენებასა და ტურისტულ აქტივობებს.

გაითვალისწინეთ საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელი ნალექი და ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში.“ - წერს მეტეოროლოგი.