ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ დააკავეს
1751817831
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ივლისი ცხელი იქნება.
„ცხელი ზაფხული გვექნება, შედარებით ნაკლებად ნალექიანი. თუმცა ცალკეულ პერიოდებში იქნება შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრა, რასაც მოჰყვება ამინდის გაუარესება, წვიმა, ქარი და ტემპერატურის კლება მაღალი ნიშნულიდან დაბალი ნიშნულისკენ.
ადრე თუ იყო ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე სიცხეები და გამოთქმაც არსებობდა, რომ ფერიცვალების შემდეგ აუცილებლად აგრილდებოდა, ახლა ასე აღარ არის. მაქსიმალური ტემპერატურები აგვისტოში უფრო ფიქსირდება.
ზოგადად კლიმატის ასეთი ცვლილება ძალიან რთულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ბევრი უჩივის ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემებს",- ამბობს ქოქოსაძე.