15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი - 2005 წელს დაბადებული ს.ა., 2006 წელს დაბადებული ლ.ჯ., და ამავე წელს დაბადებული დ.ა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს. იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები.
უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ს.ა., ლ.ჯ. და დ.ა. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.