რომის პაპმა ტეხასში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა

რომის პაპი ლეო

რომის პაპმა ტეხასში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. კვირის ტრადიციული ლოცვის დროს პაპმა განაცხადა, რომ დაღუპულთა სულებისთვის ლოცულობს.

წყალდიდობამ ტეხასში, ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთაგან 15 ბავშვია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება.