როგორი ამინდი იქნება 8 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

შემოდგომის წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.

8 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +11 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა ფოთში. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც წვიმს, +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში წვიმს, დღისით +4 , ღამით -1 გრადუსი იქნება.

ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მცირე წვიმაა, დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -2 იქნება.

ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +3 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მოთოვს. დღისით +0 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც ნალექია დღეა. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანში, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმა იქნება, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექია. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ნალექიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

✕