„სიყვარულის ბიჭი აღარ არის... უდიდესი ტრაგედიაა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1747424560
საგამოცდო პერიოდი აბიტურიენტებისთვის ხშირად ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და ფსიქოლოგიურად დატვირთულ ეტაპს წარმოადგენს. ეს არის დრო, როცა მხოლოდ აკადემიური ცოდნა აღარაა საკმარისი — მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე, ხარისხიანი ძილი და სტაბილური ნერვული სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი იმდენად სუსტდება, რომ გონებაც ვერ ფუნქციონირებს საჭირო დატვირთვით.
როგორ მოქმედებს საგამოცდო სტრესი?
სტრესი აბიტურიენტის ორგანიზმზე მრავალმხრივ ზემოქმედებს: ირღვევა ძილის რეჟიმი, მცირდება კონცენტრაციის უნარი, ჩნდება მოუსვენრობა, შფოთვა და ზოგჯერ პანიკის შეტევებიც კი.
ზოგადად, სტრესს ორგანიზმში ქიმიური პროცესების მთლიანი ჯაჭვი მოჰყვება: იზრდება კორტიზოლის დონე, ირღვევა მელატონინის გამომუშავება, ქვეითდება სეროტონინის დონე — რაც საერთო ჯამში იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას, ძილის პრობლემებსა და მეხსიერების დაქვეითებას. სწორედ ამიტომ, სტრესის მართვა უნდა იყოს მულტიფუნქციური: საკვები, ფიზიკური აქტივობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და საჭიროებისამებრ, უსაფრთხო ფარმაცევტული მხარდაჭერა.
ამიტომაც, სტატიაში ორ ბუნებრივ საშუალებას გაგიზიარებთ, რომლებიც სტრესული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
ვამელისი — სტრესის ბუნებრივი ბალანსი
ვამელისი წარმოადგენს ბუნებრივი კომპონენტების შემცველ პრეპარატს, რომელსაც დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი ფუნქცია გააჩნია. მისი ფორმულა შედგება ისეთი მცენარეებისგან, როგორებიცაა ვალერიანი, ბარამბო, გლიცინი და ა. შ.; აქ ნახსენები სამივე მცენარე კი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ნატურალური საშუალება შფოთვისა და ნერვული დაძაბულობის შესამსუბუქებლად.
ამრიგად, ვამელისი იდეალურია იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც აწუხებს შინაგანი მოუსვენრობა, ემოციური აფეთქებები, შფოთვა და დაძაბულობის ფონზე კონცენტრაციის გართულება. პრეპარატი არ იწვევს მოდუნებას ან ძილქუშს დღის განმავლობაში, ამიტომაც მოსწავლის ტვინი აქტიურ მდგომარეობაში რჩება, თანაც სიმშვიდის ფონზე.
მელაქსენ-B — ჯანსაღი ძილის საიდუმლო
ძილი — ეს არის ის დრო, როცა ტვინი დღიური ინფორმაციის გადამუშავებაზე, ნასწავლის გრძელვადიან მეხსიერებაში ჩანერგვასა და ნერვული სისტემის რეგენერაციაზე მუშაობს. აბიტურიენტების დიდ ნაწილს კი, სტრესის ფონზე, უჭირს დაძინება ან მეტისმეტად ფხიზლად სძინავს. შედეგად, დილას დაღლილები იწყებენ, რაც მთელი დღის პროდუქტიულობას აზიანებს.
ხოლო მელაქსენ-B შეიცავს ბუნებრივ მელატონინს — ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ძილის ციკლის რეგულაციაზე. ის არა მხოლოდ აადვილებს დაძინებას, არამედ აუმჯობესებს ძილის ხარისხსაც, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და ემოციურ ბალანსზე. რაც მთავარია, მელაქსენ-B არ იწვევს მიჩვევას და მოქმედებს ფიზიოლოგიურად ბუნებრივი მექანიზმით.
ორივე პრეპარატი — ვამელისი და მელაქსენ ბ — იმპორტირებულია ფარმაცევტული კომპანია SmartPharm-ის მიერ, რაც ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა. ეს მედიკამენტები აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, გამოცდების სტრესულ პერიოდში ისე გაიუმჯობესონ ემოციური მდგომარეობა, რომ არ მოდუნდნენ და ენერგიულობა არ დაკარგონ.