ილია თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ ჯასტინ გეიჯი მიმართვას ავრცელებს
1781985433
ლაბორატორიული ანალიზების სიზუსტე მხოლოდ თანამედროვე აპარატურასა და რეაგენტებზე არ არის დამოკიდებული.
სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ლაბორატორიული შეცდომების დიდი ნაწილი სწორედ პრეანალიტიკურ (ანალიზის აღებამდე) ეტაპზე მოდის. არასწორმა კვებამ, ფიზიკურმა დატვირთვამ, სტრესმა ან გარკვეული მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა სურათი რადიკალურად შეცვალოს და ექიმი მცდარ გზაზე დააყენოს.
იმისათვის, რომ თითოეულმა ტესტმა მაქსიმალურად ზუსტი და სანდო ინფორმაცია მოგვაწოდოს, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა.
ზოგადი წესები სისხლის ანალიზის ჩაბარებამდე
სანამ კონკრეტულ კვლევებზე გადავალთ, არსებობს ოქროს წესები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის სისხლის ანალიზზე ვრცელდება:
უზმოზე ყოფნა: სისხლის ანალიზების უმეტესობა ბარდება დილით, 08:00-დან 11:00 საათამდე, უზმოზე. ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს 8-12 საათი. დასაშვებია მხოლოდ ჩვეულებრივი, უგაზო წყლის დალევა. ჩაი, ყავა (თუნდაც უშაქრო), წვენები და საღეჭი რეზინიც კი აკრძალულია.
ალკოჰოლი და დიეტა: კვლევამდე 1-2 დღით ადრე რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე საკვები და ალკოჰოლი.
ფიზიკური და ემოციური დატვირთვა:სისხლის ჩაბარებამდე 24 საათის განმავლობაში მოერიდეთ ინტენსიურ ვარჯიშს. ლაბორატორიაში მისვლისას, უშუალოდ სისხლის აღებამდე, რეკომენდებულია 10-15 წუთი მშვიდად ჯდომა და დასვენება. განაგრძეთ კითხვა...