1780955048
როგორ დავეხმაროთ სახსრებს დაფნის და ნიახურის ნახარშის მეშვეობით
სახსრების ტკივილი და სხვა უსიამოვნებანი ასაკთან ერთად ბევრ ადამიანს უვლინდება.თუ ბევრს დადიხართ, ხანგრძლივად გიწევთ ფეხზე დგომა, იცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, სიარულისას გტკივათ ფეხები, გაწუხებთ მუხლები, გაქვთ ძვლოვანი წანაზარდები – აუცილებლად უნდა მიხედოთ სახსრებს.
სახსრებისათვის სასარგებლო ნაყენების მიღების შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება – სახსრები ადვილად იწყებს მოხრას, მათი ხრაშუნი და ტკაცუნი ქრება, ასევე ქრება კუნთების კრუნჩხვა, სიარული მსუბუქი და მოხერხებული ხდება, სხეულის ფორმა კი – მობილური და ახალგაზრდული.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ რაციონალური კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში. ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დეფორმაცია. კალციუმისა და ფოსფორის მარილების ნაკლებობა ძვლების სიმყიფესა და გამრუდებას განაპირობებს. საკვებში კალციუმის ნაკლებობა ხშირად გადაფარულია ამ ელემენტის ძვლებიდან მობილიზება-გადანაწილებით, რაც, რა თქმა უნდა, სარისკოა, რადგან შეიძლება ძვლოვანი სისტემის სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. ამგვარად, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ნაყენების მიღებისა თუ სხვა პროცედურების პარალელურად აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკვებ რაციონს.
ძვლოვანი სისტემის დაავადებები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. სახსრებსა და ხერხემალში ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს ართროზს (სახსრების დაზიანება) და ოსტეოქონდროზს (ხერხემლის დაზიანება).
ხალხური მედიცინა სახსრების რეგულარულად „გაწმენდას“ უწევს რეკომენდაციას. გაწმენდის პროცესში მარილები იწყებენ აქტიურად დაშლას და შარდის ბუშტის გაღიზიანებას. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს შარდვის გახშირებას და შარდის შეფერილობის ცვლილებას (შარდი ხშირად ვარდისფერდება). პირველი პროცედურის დასრულებიდან ორ კვირაში უკვე შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ადამიანი შვებას გრძნობს სახსრებში, ისინი უფრო მოძრავი ხდებიან, აღარც ტკივილი შეიგრძნობა, ამინდის ცვლილებისას. ეს ფაქტები იმის მტკიცებულებაა, რომ სახსრების ტროფიკა (კვება) საგრძნობლად გაუმჯობესდა.
სახსრების გასაჯანსაღებლად ხალხური მედიცინა ბევრ სასარგებლო საშუალებას გვთავაზობს. მათ შორისაა დაფნის ფოთლების ნახარში და ნიახურის წვენი.
დაფნის ფოთლების ნახარში სახსრებისათვის გამწმენდი კურსისთვის დაგჭირდებათ 30-35 გ დაფნის ფოთოლი.
აიღეთ 5-6 გ დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 3-5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ წყალი ფოთლებთან ერთად ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ მთელი ღამით.
დილით ნაყენი გადაწურეთ, ეს 1 დღიური დოზაა. დალიეთ ნახარში მცირე ყლუპებით კვებას შორის, 12 საათის განმავლობაში. არ შეურიოთ საკვებს. ბევრი ნაყენის ერთბაშად დალევა არ შეიძლება. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აფართოებენ კაპილარებს. ხოლო თუ ერთბაშად ბევრს დალევთ, შეიძლება თავბრუხვევა, გულისცემა და სხვა უსიამოვნებები გამოგივლინდეთ. ასე რომ, დრო დაუთმეთ სამკურნალო კურსს და ულუფა დღის განმავლობაში რამდენიმე დალევაზე გადაანაწილეთ. სვით ნელ-ნელა ყლუპ-ყლუპად. განაგრძეთ კითხვა...











