„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საქართველოში წვიმიანი ამინდი თანდათან შედარებით მშრალი და მზიანი დღეებით შეიცვლება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი ქვეყნის ტერიტორიაზე 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე იყო მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში კი ძლიერი წვიმის საფრთხეც არსებობდა.
როდის გამოიდარებს და როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?
მიმდინარე პროგნოზით, ამინდის გაუმჯობესება 23 ოქტომბრიდან არის მოსალოდნელი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ნალექი უნდა შემცირდეს, თუმცა მთიან რეგიონებში ამინდი შესაძლოა კვლავ ცვალებადი დარჩეს.
დედაქალაქში 23 ოქტომბერს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი დაახლოებით +20 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ოქტომბერსაც შედარებით თბილი ამინდია ნავარაუდევი.