1749027323
რკინიგზა რეისებს ამატებს - ნახეთ, მიმართულებები

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები დაემატება.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებგვერდის საშუალებით:
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით,“- აღნიშნულია განცხადებაში.