სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები ევროკავშირისა და აზერბაიჯანის პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს.
ამის შესახებ მარტა კოსმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები ევროკავშირისა და აზერბაიჯანის პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს. ეს ნათლად გამოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიდან. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.