რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? - რატომ ინარჩუნებს Samsung-ი მსოფლიოში N1 პოზიციას უკვე 19 წელია

samsung

ბოლო წლებში ბაზარზე მრავლად გამოჩნდნენ ბრენდები, რომლებიც თავიანთ ტელევიზორებს „QLED“-ად აცხადებენ, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგი მათგანი რეალურად ამ ტექნოლოგიას საერთოდ არ იყენებს. რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე სამართლებრივ დავაშიც აღმოჩნდა — მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის ბრალდებით.

მაგრამ რას ნიშნავს ნამდვილი QLED?
Samsung-მა QLED ტექნოლოგია პირველად 2017 წელს წარადგინა. Quantum Dot კრისტალები ქმნის ფერთა გამორჩეულ სიზუსტეს, მაღალ სიკაშკაშესა და დეტალურ გამოსახულებას. სწორედ ამ ინოვაციამ შეცვალა ტელევიზორების სტანდარტი და განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს რეალური ფერის ხარისხი ეკრანზე.
დღეს Samsung-ის ტელევიზორები მკაცრ ტესტირებებს გადიან და ადასტურებენ, რომ შეიცავენ QLED-ისთვის აუცილებელ მასალებს – ინდიუმსა და კადმიუმს. სწორედ ამიტომაც, 2006 წლიდან დღემდე, Samsung-ი უკვე 19 წელია მსოფლიოში N1 ტელევიზორის მწარმოებელია.

Omdia-ს 2024 წლის მონაცემებით, კომპანიამ გლობალურ ბაზარზე 28.3%-იანი წილი მოიპოვა და ლიდერობას ისევ ინარჩუნებს.

Samsung მუდმივად ავითარებს ინოვაციებს – QLED-დან QD-OLED ეკრანებამდე, ახლა კი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ტელევიზორებით, რომლებიც გამოსახულებასა და ხმას რეალურ გარემოზეა მორგებული.

ნამდვილი QLED მხოლოდ Samsung-ს ეკუთვნის — ტექნოლოგიას, რომელიც უკვე ორი ათწლეულია ქმნის უმაღლეს ხარისხს, ფერთა სიზუსტეს და მომხმარებელთა ნდობას მთელ მსოფლიოში.