რატომ უნდა შევზღუდოთ გაზიანი სასმელების მიღება - ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

bidzina kulumbegovi

რატომ უნდა შევზღუდოთ გაზიანი სასმელების მიღება? – ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციით მიმართა.

კულუმბეგოვმა „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში“ გაზიანი სასმელების გავლენაზე ისაუბრა და ყურადღება ნაწლავის მიკრობიომის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მისი თქმით, გაზიანი სასმელების ყოველდღიურმა მიღებამ შესაძლოა ორგანიზმის მიკრობიომზე უარყოფითად იმოქმედოს, რაც, თავის მხრივ, იმუნურ სისტემასთან არის დაკავშირებული.

„გაზიანი სასმელები ისევე აზიანებენ ორგანიზმის მიკრობიომას, როგორც ანტიბიოტიკები. როდესაც ადამიანი მათ ყოველდღიურად იყენებს, ეს უკვე მუდმივ პროცესში მიმდინარეობს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.