შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნისa და სამგორის რაიონებს.

„ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილი-3 I, IVმიკრორაიონების, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ზურაბ პატარიძის, პილსუდსკის, ვაზის, ჯუმბერ ლეჟავას, შალვა მშველიძის, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, დავით კვაჭანტირაძის, ნიკო მუსხელიშვილის, დეკანოზიშვილის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.