რატომ ცოცხლობენ კატები ძაღლებზე დიდხანს - მეცნიერების პასუხი

კატა

შინაური კატები, როგორც წესი, ძაღლებთან შედარებით, რამდენიმე წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ.

მეცნიერებმა შეისწავლეს ძუძუმწოვრების 46 სახეობა და შენიშნეს უცნაური კანონზომიერება: რაც უფრო დიდია ცხოველის ტვინი, მით უფრო ძლიერია მისი იმუნური სისტემა და მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას არ განსაზღვრავს ერთი ჯადოსნური გენი, არამედ, ორგანიზმში მიმდინარე გლობალური ცვლილებები.

როგორც ირკვევა, კატებს ტვინისა და სხეულის უფრო მაღალი თანაფარდობა აქვთ, ვიდრე ძაღლების სხვა ჯიშებს. რადგან კატები განვითარდნენ, როგორც მარტოსული და ცბიერი მონადირეები, ამან მათ ინტელექტი, გამჭრიახობა და ქცევითი ადაპტაციის უნარი შესძინა.

მაგრამ მთავარი მახასიათებელი იმუნიტეტია. კატებში ის შვეიცარიული საათივით მუშაობს: ოპერატიულად აშორებს ძველ ან დაზიანებულ უჯრედებს, იდეალურად აკონტროლებს ინფექციებს და ბლოკავს სიმსივნის განვითარებას. ამ კატებს კიბოს გარკვეული ტიპების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ და ნებისმიერი ქრონიკული ანთება ძაღლებთან შედარებით გაცილებით ნელა იკურნება.

ამგვარად, მაშინ როდესაც ძაღლები ენერგიას სხვა ევოლუციურ რაღაცებზე ხარჯავენ, კატები უბრალოდ კარგ ჯანმრთელობაში დებენ რესურსებს.