პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საკვების სწორად მომზადების მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რა დროით უნდა მოვხარშოთ კვერცხი და ქათმის პროდუქტები, რათა მათ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სასარგებლო თვისებები.
ნატა გაგუა ასევე საუბრობს ქათმის ხორცის სწორად მომზადებაზე. მისი რეკომენდაციით, თუ მთლიან ქათამს ვხარშავთ, პროცესი მაქსიმუმ 1 საათს უნდა გაგრძელდეს, რათა ხორცი არ გახდეს ზედმეტად გამომშრალი და შეინარჩუნოს სასარგებლო ელემენტები. რაც შეეხება ქათმის ფილეს, მისი მოხარშვის ოპტიმალური დრო დაახლოებით 20 წუთია.
ნუტრიციოლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოხარშვის პროცესში წყლის გამოცვლა საჭირო არ არის, რადგან ეს არ ზრდის საკვების უსაფრთხოებას, თუმცა შესაძლოა, გარკვეული სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვასაც შეუწყოს ხელი.
მისი თქმით, კვერცხის მოხარშვის ხანგრძლივობა პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც მის ტექსტურაზე, ასევე კვებით ღირებულებაზე. თუ გვინდა, რომ კვერცხი რბილი და ნაზი გამოვიდეს, ოპტიმალური დრო 3-4 წუთია. ამ შემთხვევაში, ცილა ნაწილობრივ შეკრულია, ხოლო გული თხელი და კრემისებრი რჩება.
თუ მომხმარებელი უპირატესობას უფრო მკვრივ ცილას ანიჭებს, თუმცა სურს, რომ გული მაინც ფუმფულა და რბილი დარჩეს, კვერცხი დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში უნდა მოიხარშოს. სრულად მოხარშული კვერცხის მისაღებად კი 8-10 წუთი საკმარისია. ნუტრიციოლოგის განმარტებით, 12-14 წუთზე მეტხანს მოხარშული კვერცხი უკვე კარგავს როგორც გემოვნურ თვისებებს, ასევე ნაწილობრივ კვებით ღირებულებას.
სპეციალისტის თქმით, სწორი დროის დაცვა არა მხოლოდ გემოს, არამედ საკვების კვებით ღირებულებასაც განსაზღვრავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მომზადების პროცესს ყურადღებით მივუდგეთ.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858