1770234507
რა შემთხვევაშია მავნებელი პალმის ზეთი - ენდოკრინოლოგის გაფრთხილება
პალმის ზეთი მრავალ საკვებ პროდუქტში შემავალი ინგრედიენტია, მათ შორის კოსმეტიკასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაშიც.
ხშირად გვესმის, რომ ამ ტიპის მცენარეული ზეთი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რამდენად საფუძვლიანია ეს შეშფოთება?
პალმის ზეთი მიიღება პალმის ხის ნაყოფიდან. ეს მცენარე დასავლეთ აფრიკაშია, მაგრამ ის კარგად იზრდება ნებისმიერ ნოტიო ტროპიკულ კლიმატში და დღეს პალმის ზეთის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 85%) ინდონეზიასა და მალაიზიაში იწარმოება.
პალმის ზეთი ფართოდ გამოიყენება კვების და კოსმეტიკის ინდუსტრიებში მისი შედარებით ხელმისაწვდომი ფასისა და ხანგრძლივი შენახვის ვადის გამო.
ამ თემაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე












