საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1794167915
ხორცპროდუქტებს უკანონოდ ამუშავებენ და შემდეგ მათ რეალიზაციას ახდენენ - ამგვარი ობიექტები აღმოჩენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. არალეგალური საწარმოები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დახურა, მფლობელები დააჯარიმა, სახიფათო ხორცპროდუქტები კი გაანადგურა.
ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება დაუშვებელია.
კანონის მოთხოვნით, საწარმოს სადაც ცხოველისა თუ ფრინველის დაკვლა შემდეგ კი დამუშავება ხდება, საქმიანობის უფლება შესაბამის რეესტრში უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული. სავალდებულო პირობაა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ობიექტის აღიარებაც. მინიმალური მოთხოვნებია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და საწარმოო პროცესში ვეტერინარის მონაწილეობა.
შეუსაბამო პირობებში დაკლული და შემდეგ დამუშავებული ხორცპროდუქტები, ხშირად ცივი ჯაჭვის დაცვის გარეშე, არასამაცივრე დახლებსა და ზოგჯერ პირდაპირ ავტომობილებიდან იყიდება. ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს არ ახლავს მისი უვნებლობისა და ვეტერინარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი ფორმა ნომერი 2. ეს ქმნის რისკებს რეალიზაციაში მოხვდეს დაავადებული ცხოველისა და ფრინველის ხორცი. ამასთანავე არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი შესაძლებელია დააბინძუროს გარემო პირობებმაც.
დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა გავრცელების რისკსაც წარმოადგენს საეჭვო წარმომავლობის ხორცპროდუქტები, საკმაოდ ვრცელია. უკვე დაბინძურებული პროდუქტის თერმულად კარგად დამუშავებაც კი უსაფრთხოებას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს