1766497440
ქავთარაძეზე, მშენებლობაზე მუშა დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ, საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მუშა მშენებლობაზე დაშავდა. ინფორმაცია და ფოტო მასალა „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა ადგილიდან მიაწოდა.
ჩვენი ინფორმაციითვე, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაცია უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.











