პრობლემას შეიძლება ქმნიდეს საბავშვო ბაღის ან სკოლისთვის ძაღლის იქ არსებობა, მაგრამ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ, თუ იქ მიკედლებულ და მიჩვეულ ძაღლს მოაშორებ, რადგან იმ სიცარიელეს სხვა - აგრესიული ძაღლი ჩაანაცვლებს - ირაკლი მაჭარაშვილი

ირაკლი მაჭარაშვილი

"საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის" დირექტორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაზე ისაუბრა.

"გასაგებია, რომ რაღაც პრობლემას და საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს საბავშვო ბაღის ან სკოლისთვის ძაღლის იქ არსებობა, მაგრამ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ, შენ თუ იქ მიკედლებული და მიჩვეული ძაღლი მოაშორე, რადგან იმ სიცარიელეს სხვა - აგრესიული ძაღლი ჩაანაცვლებს. ძაღლების მოშორება მთავარ პრობლემას კი არ აგვარებს, არამედ ამძაფრებს. კარგი მმართველობა ის არის, რომ როდესაც იმაზე კი არ არის დამოკიდებული, მენეჯერი, მინისტრის მოადგილე, სააგენტოს თავმჯდომარე ან მინისტრი კარგი ტიპი იქნება თუ ცუდი, არამედ კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომ ცუდ ტიპსაც არ მისცეს ცუდი საქმის გაკეთების საშუალება," - განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.