1714509632
პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდეს
პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ოპოზიციონერი დეპუტატი და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სვამენ დეპუტატს საპატრულო პოლიციის ავტომობილში, თავის მხრივ კი, ელისაშვილი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ორი პირი.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, სადაც სიტუაცია სამართალდამცველებსა და შეკრებილებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.
პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1714509987
7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
1714470076