პირველი ღამე „პრაიმ ჰაუსში“ - „სამ გოგოსთან ერთად მძინავს“

ახალი რეალური შოუ „რუსთავის 2-ის" ეთერში - 3 თვის განმავლობაში 14 მონაწილის ახალი მისამართი „პრაიმ ჰაუსი“ იქნება. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

მონაწილეები უკვე ახალ მისამართზე იმყოფებიან და სახლში არსებულ სიტუაციას საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებენ.

ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ადაპტაცია არ გაუჭირდა.

"სამ გოგოსთან ერთად მძინავს მარტო ოთახში ,წარმოგიდგენიათ?",- ამბობს პრაიმ ჰაუსის მონაწილე.