„პირველად ვიტყვი ამას...“ - მაია ასათიანის უახლესი ინტერვიუ

მაია ასათიანი

მაია ასათიანი ნანკა გვარის გადაცემაში იყო სტუმრად. მაიამ სხვა თემებთან ერთად, იმაზე ისაუბრა, თუ რატომ ახურავთ მგლოვიარე ქალებს თავზე შავი თავსაფარი:

- პირველად ვიტყვი ამას - რატომ ახურავთ მგლოვიარე ქალებს თავზე... მეც მეფარა თავზე პირველ დღეებში... გარეთ რომ გავდიოდი... ეგეთი არავის არ ვუნახივარ. ემალები სამყაროს ამ დროს, არ გინდა, რომ სამყარომ შეგამჩნიოს... და პირველი სამი დღე გრძელი შავი რაღაც მეფარა თავზე... მერე ჩემს თავს ვუთხარი, აბა ახლა ეს მოიხსენი, შავი გაიხადე და დაიწყე ცხოვრება ისევ თავიდან-მეთქი და დავიწყე...

რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია 10-15 წლის წინანდელი ფოტო დავდო, სულ სხვა მზერა რომ მაქვს და სხვანაირად გამოვიყურები, აუცილებლად უნდა შემოვარდეს რომელიმე ქალბატონი ან ქალბატონების გუნდი, კედელზე ქმარ-შვილთან ჩახუტებული ფოტოებით, და აუცილებლად უნდა დამიწერონ, "რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა..." ქალბატონო, დედამიწაზე არ მოუგონიათ ჯერ წამალი, რომ 10 წლის შუალედით ადამიანს ასაკი არ დაეტყოს. მეორე - ამ ათი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა, და თქვენ რომ თქვენი შვილების ფოტოებს დებთ სოციალურ ქსელში, მე ვდებ ძაღლების ფოტოებს. უფრო უკეთესად და უფრო სასტიკად როგორ აგიხსნათ? ზუსტად თქვენნაირი ქალები იმ ათი წლის წინანდელ ფოტოებზეც მიწერდნენ, რას ჰგავხარო. ამიტომ, თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა თქვენშია. მიდით ფსიქოლოგთან და კარგად ჩაიხედეთ სარკეში, დაჯექით დიეტაზე, იმუშავეთ საკუთარ თავზე...