LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს-ს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი სამ სხვადასხვა კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით რეგულაციების გადახედვას ითვალისწინებს.
დარახველიძის განმარტებით, აღნიშნულ რეგულაციებს საფუძვლად უდევს შესაბამისი კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.
„ცვლილებები ეხება სამი კატეგორიის იარაღს. აკუსტიკურ იარაღს, რომლის დანიშნულებაა და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენებში, სპორტულ ღონისძიებებსა და კინოგადაღების დროს ხმოვანი ეფექტის გამოწვევისთვის. ცვლილების თანახმად, იარაღის გამოყენების საშუალება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც დანიშნულებით ესაჭიროება, მხოლოდ პოლიციის თანხმობით შეძლებს, ეს იარაღი შეიძინოს და გამოიყენოს. რაც შეეხება გაზის აეროზოლურ მოწყობილობას, ე.წ. წიწაკის სპრეის, ამ შემთხვევაში დგინდება შეზღუდვა, რომ 18 წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება, ვინაიდან ხშირია თვითდაზიანებისა და მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევები. სწორედ ამიტომ იკრძალება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირებისთვის მისი მიყიდვა. რაც შეეხება 18 წლის ზემოთ პირებს, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება პოლიციის წინასწარი თანხმობა, რომ ადამიანმა ეს საშუალება შეიძინოს და ატაროს. ასევე, სრულად იკრძალება ელექტროშოკული მოწყობილობის სამოქალაქო ბრუნვაში ქონა, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის მიყიდვა და ტარება, ვინაიდან აქვს მაღალი დამაზიანებელი ეფექტი. დღეს რეგულაციები ძალიან მწირია ამ იარაღთან დაკავშირებით და მხოლოდ იმ ადმინისტრაციული ორგანოებისა და პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც ელექტროშოკული მოწყობილობა სამსახურებრივი დანიშნულებისთვის ესაჭიროებათ,
არსებული კანონმდებლობით რეგულაციები განსაზღვრული არ იყო. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ასაკის პირს ნებისმიერი რაოდენობით შეეძლო, შეეძინა გაზის აეროზოლური მოწყობილობა და გამოეყენებინა. შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ 18 წელს მიუღწეველი პირებისთვის შეზღუდვა დაწესდეს, ხილო 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება წინასწარი შეთანხმების საკითხი პოლიციასთან და თუ ნებართვას აიღებენ, ამ საშუალებას თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენებენ. ოღონდ საჭირო იქნება პოლიციისგან თანხმობა, რაც არაერთი ქვეყნის პრაქტიკაა და მსგავსი მექანიზმი ბევრ ქვეყანაში გამოიყენება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.