1746007492
PHOTO: ზუკა ხუციშვილი მამის უცნობ ფოტოს აქვეყნებს - „დღეს გიო 61 წლის გახდა“

მომღერალ გიო ხუციშვილს დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა. მისმა შვილმა, ზუკა ხუციშვილმა ახლახან მამასთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დღეს გიო 61 წლის გახდა…“
მომღერალი 2018 წელს 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
გიოს მუსიკალურ გზას მისი შვილები აგრძელებენ.