პედიატრი მშობლებს მიმართავს

ბავშვი

პედიატრი, სალომე ახვლედიანი ასახელებს 5 ფაქტორს, რომელიც მისი თქმით ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება.

პედიატრი ამბობს, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად არ გამოდგება „ხალხური მეთოდები“ და ბავშვების ბაღში ტარებისგან თავის არიდება:

„ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს მრავალფეროვანი საკვების მიღება, ჰაერზე სეირნობა, სტრესის და შფოთვის დაბალი დონე, საკმარისი ძილი და გაკაჟება, იმუნიტეტს ასევე ამაღლებს ვაქცინაცია.

რაც შეეხება იმას, თუ რა არ აძლიერებს იმუნიტეტს, ესენია – იმუნიტეტის ასამაღლებელი დანამატები, მულტივიტამინები, ძველმოდური ხალხური მეთოდები, მაგალითად ნივრის ან ხახვის ჭამა და ბაღში ტარებისგან თავის არიდება…“, – ამბობს პედიატრი.