რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ე.წ ლაგამთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
"ბავშვს ენის ლაგამი მოკლე აქვს, აუცილებლად უნდა ჩაეჭრას, თორემ მეტყველების პრობლემა ექნება!“ეს მოსაზრება საკმაოდ გავრცელებულია მშობლებს შორის, თუმცა ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს.
ენის ლაგამი არის ლორწოვანი ქსოვილის ნაოჭი, რომელიც ენას პირის ღრუს ფსკერთან აკავშირებს. ზოგიერთ ბავშვში ის იმდენად მოკლე ან შემზღუდველია, რომ აფერხებს ენის თავისუფალ მოძრაობას. ამ მდგომარეობას ანკილოგლოსია ეწოდება.
პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა ახალშობილებსა და ჩვილებში, როდესაც ენის მოძრაობის შეზღუდვა ხელს უშლის ძუძუთი კვებას.
ბავშვს შეიძლება უჭირდეს ძუძუზე სწორად მოჭიდება, ეფექტურად წოვა, კვება გახანგრძლივდეს, დედას ჰქონდეს ძუძუსთავების ტკივილი, ხოლო ჩვილს-წონის არასაკმარისი მატება. თუმცა მსგავსი ჩივილები სხვა მიზეზებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ მხოლოდ ლაგამის დათვალიერებით დიაგნოზის დასმა არასწორია. რაც შეეხება მეტყველებას, აქ განსაკუთრებით მინდა გავამახვილო მშობლების ყურადღება: ენის მოკლე ლაგამი თავისთავად არ იწვევს მეტყველების დაგვიანებას! ზოგიერთ შემთხვევაში ენის მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა შეიძლება გარკვეული ბგერების სწორ წარმოთქმას ართულებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთ ბავშვს მეტყველების დარღვევა განუვითარდება.
როდის არის საჭირო ლაგამის ჩაჭრა? მაშინ, როდესაც დადასტურებულია ენის ფუნქციის მნიშვნელოვანი შეზღუდვა და მისგან გამოწვეული პრობლემა. ჩვილებში, უპირველესად, უნდა შეფასდეს კვების პროცესი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს სპეციალისტი. თუ პრობლემა არ უმჯობესდება, განიხილება მცირე ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება შემზღუდველი ლაგამის გათავისუფლება.
უფროს ბავშვებში კი გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, ენის ფუნქციისა და საჭიროების შემთხვევაში მეტყველების სპეციალისტის შეფასების საფუძველზე მიიღება.
თანამედროვე პედიატრიის რეკომენდაციებით, ლაგამის პროფილაქტიკური ჩაჭრა მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში მეტყველების პრობლემა არ განვითარდეს, გამართლებული არ არის. ჯანმრთელობას გისურვებთ" - წერს პედიატრი.