ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
დღეს, ჩვენ შეიძლება, და მადლობა ღმერთს, არ მოგვეთხოვება ასეთი სახის [წმინდა გიორგის მსგავსი] სისხლიანი მოწამეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, მაგრამ, არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა.
შიო მესამის თქმით, ამასოფლიური ცხოვრება ისე დაშორდა ნამდვილ სულიერებას, ქრისტიანულ ღირებულებებს, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსაც შორდება ეს წუთისოფელი და ვერ გუობს ადამიანს, რომელიც მიისწრაფვის უფლისკენ და სულიერებისკენ.
"დღეს, ჩვენ შეიძლება, და მადლობა ღმერთს, არ მოგვეთხოვება ასეთი სახის სისხლიანი მოწამეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, მაგრამ, არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას, დევნას ამ წუთისოფლისგან. ამასოფლიური ცხოვრება ისე დაშორდა ნამდვილ სულიერებას, ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსაც შორდება ეს წუთისოფელი, რომ ვერ გუობს და განაგდებს თავისგან ადამიანს, ვინც მიისწრაფვის უფლისკენ და სულიერებისკენ. მაგრამ, უფალმა ბრძანა: ვინც მაღიარებს მე წინაშე კაცთა, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე და ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე. და ეს უარყოფა ღვთისა, ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ ამის ჩამდენ ადამიანს, ამ უარყოფის მარადიულ ბეჭედს ასვამს, თუ არ მოინანიებს და არ გამოსწორდება ასეთი ადამიანი", - აღნიშნა შიო მესამემ ქადაგებისას.