ოქტომბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად

ამინდის პროგნოზი

კლიმატური მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოქტომბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა სექტემბერთან შედარებით 2-5°C-ით დაბალია. შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მისი მნიშვნელობა +16, +18°C, ქართლსა და კახეთში +13, +15°C, მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლემდე +11, +15°C,  უფრო მაღალ ზონაში კი +8, +10°C-ს აღწევს.

ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და სანაპიროზე, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +22°C-ის ფარგლებშია. ქვეყნის ტერიტორიის მთიან ზოლში მისი მნიშვნელობაა +16, +21°C, მაღალმთაში კი +12, +17°C-ს შეადგენს.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +34, +37°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +33°C-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მისი მნიშვნელობა +30, +35°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 29, +34°C-ის ფარგლებში მერყეობს. დასავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში +26, +32°C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში +23, +28°C-მდეა დაკვირვებული.

ჰაერის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე+11, +14°C, ქართლ-კახეთში +5, +10°C, ქვეყნის მთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლემდე +5, +8°C, ხოლო მაღალმთიან ზონაში +1, +6°C-ს შეადგენს.

ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +4, 0°C-მდე იკლებს, ხოლო ქართლსა და კახეთში +1, -5°C-მდე ჩამოდის.დასავლეთ საქართველოს მთებში ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -3, -4°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთებში -3, -8°C, დასავლეთ საქართველოს  მაღალმთიან ზონაში -5, -8 °C, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში -8, -11°C –მდე ჩამოდის.

სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები იშვიათობაა. დასავლეთ საქართველოს მთაში წაყინვები საშუალოდ 1-2 და მაღლმთიან ზონაში 6-12 დღეა. თვის განმავლობაში ქართლსა და კახეთში წაყინვები საშუალოდ 1-4, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში 2-8 და მაღალმთიან რაიონებში 8-დან 16 დღემდე აღინიშნება.

ოქტომბერში ყველაზე მეტი ნალექი (290-320 მმ-ის ფარგლებში) შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოდის, ხოლო კოლხეთის დაბლობზე დაახლოებით 130-185 მმ-ს შეადგენს. შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი ზონა, სადაც მოსული ნალექების რაოდენობა 80-110 მმ-ს შორის მერყეობს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 40-130 მმ-ს არ აღემატება.

ოქტომბრის თვეში ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 9-დან 15, აღმოსავლეთ საქართველოში კი 6-დან 12 დღემდე მერყეობს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლში 150-210 მმ-ს აღწევს, კოლხეთის დაბლობზე 65-85 მმ, ხოლო ქართლსა და კახეთში 30-100 მმ-ია. საქართველოს დასავლეთ მთიან ზონაში ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა 65–150 მმ-მდე, ხოლო მაღალმთაში დაახლოებით 40-50 მმ-მდე დაიკვირვება, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი 25-85 მმ-ს შეადგენს.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისაგან. მაგალითად, აჭარის სანაპირო ზოლში თვის ჯამები უხვნალექიან წლებში შესაძლოა 680-730 მმ-ს აღწევდეს, ხოლო მშრალ წლებში 60-110 მმ-ს არ აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ქართლსა და კახეთში 105-360 მმ-ის და 1-25 მმ-ის ფარგლებში დაიკვირვება, შესაბამისად.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

კოლხეთის დაბლობი:  ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +17, +19°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +7, +4°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +24, +27°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთიან რაიონებში მოსალოდნელია +14, +16°C, ხოლო  მაღალმთიან რაიონებში +10, +11°C,  რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით მთიან რაიონებში +3, 0°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -1, -4°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში მთიან რაიონებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება დღისით +19, +22°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +15, +18°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები და მასთან ახლოს.

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +16°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში +5, +2°C-მდე, ქვემო ქართლში +8, +5°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +15°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +7, +4°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +23, +26°C- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  მთიან რაიონებში +12, +14°C,  ხოლო მაღალმთიან რაიონებში +9, +10°C, რაც 1°C-ით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე და მასთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში მთიან რაიონებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით 0, -3°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -3, -6°C-მდე. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება მთიან რაიონებში დღისით +18, +22°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +15, +18°C-მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.

✕