შესაძლოა ტემპერატურა - 30 გრადუსით დაეცეს - CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება
1769694300
მსოფლიოში ოქრო გაძვირებას განაგრძობს. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 308 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 4,39%-ით ზრდაზე მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 114.92 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 8.25%-ით მომატებული ფასია.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 451 ლარია, 750-სინჯიანი - 338 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 264 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 10.14 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 8,12 ლარად არის შესაძლებელი.