1758053825
„ნუ წარადგენთ ყალბ დოკუმენტებს...“ - აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
„თუ თქვენ აშშ-ის სავიზო განაცხადთან ერთად ყალბ დოკუმენტებს წარადგენთ, თქვენ თაღლითობას ჩადიხართ და საფრთხეს უქმნით თქვენს მომავალს.
ჩვენ ვასწრებთ დოკუმენტების გამყალბებლებს და ვადაპტირდებით ახალი საფრთხეების წინააღმდეგ. დაიცავით თქვენი მომავალი მოგზაურობის შესაძლებლობები – თქვით სიმართლე და ნუ წარადგენთ ყალბ დოკუმენტებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.