ნინოს და თათიას ემოციური ამბავი - ერთმანეთი იპოვეს დებმა, რომლებიც თბილისში, სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ოჯახებმა იშვილეს

 ჩვილი

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ მორიგი ემოციური ისტორიის შესახებ გვიყვება. როგორც გააცემის ანონსიდან ვოგებთ, ერთმანეთი იპოვეს დებმა,რომლებიც საქართველოში სხვადასხვა ოჯახებში გაიზარდნენ და ორივე თბილისში ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან ჩამოიყვანეს.

„ხალხო შოკი ისტორია. 1972 წელს, ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან თბილისში ნინო აღმზრდელმა ოჯახმა ჩამოიყვანა. 5 წლის მერე კი თათია, მეორე ოჯახმა ტალინში იშვილა და აგრეთვე თბილისში ჩამოიყვანა 

საბედნიეროდ ორივეს საოცარი აღმზრდელი მშობლები შეხვდნენ

გუშინ თათიას გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და ესე გაიგო, რომ ყავს 5 წლით უფროსი და, რომელიც თბილისში გაიზარდა. ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ოჯახი დედმამიშვილს საქართველოში იშვილებდა და ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ. 

საოცრებებს ახდენს ჩვენი ტესტი ხალხო და აუცილებლად გაიკეთეთ რა 

p.s. აქვე ჩავამატებ, რომ თათია ოჯახში მესამე შვილია. აღმზრდელებს ორი ბიოლოგიური ბიჭის მერე, გოგოს ყოლის უდიდესმა სურვილმა გადაადგმევინა ეს მადლიანი ნაბიჯი “ - წერს თამუნა მუსერიძე.