ნინო შუბლაძე: ერთი წელი გადის სოფოს გარეშე...

nino shubladze

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, სოციალურ ქსელში მის გარდაცვლილ დასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

ერთი წელი გადის სოფოს გარეშე... მათ შორის ამ სივრცეშიც, სადაც ბევრი სოფოს პირადად არც იცნობდა, მაგრამ ელოდებოდა მის ყოველ ახალ სტატუსს თუ „ნოუთს“

სწორედ ასეთები მოვაგროვე ამ კრებულში. „სოფო“ - ეძღვნება სოფოს და მისთვის საყვარელ იმ სამყაროს, რომელსაც სოც ქსელში თავად ქმნიდა. მადლობა ყველაფრისთვის! ნინო ტორონჯაძეს და სოფოს საყვარელ „GAU“ -ს. - წერს ნინო შუბლაძე.

შეგახსენებთ, რომ სოფო შუბლაძე კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებების გამო ერთი წლის წინ გარდაიცვალა.