დასახელდა ყველაზე ქარიზმატული ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
1728659611
ირანის მიერ ბალისტიკური სარაკეტო შეტევის შემდეგ, ისრაელში, ამ წუთებში, სიმშვიდეა. როგორც ცხელ წერტილში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამბობენ, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც თავდასხმამდე.
„პრაიმტაიმი“ ქალაქ ჰაიფაში მყოფ ემიგრანტს, მარინა ყიფიანს ესაუბრა. მისი თქმით, სრულ მზადყოფნაში არიან.
„მზადყოფნაში ვართ, განგაშის ჩართვის შემთხვევაში, თავშესაფარში უნდა ჩავიდეთ. ერთ საათში ირანიდან, უკვე მეორედ, ფართომასშტაბიან თავდასხმას ველოდებით. როგორც ვიცი, თელ-ავივისკენ იყო თავდასხმა, 400 ბალისტიკური რაკეტა იყო გამოშვებული. გავიგე, რომ ორი ადამიანი დაშავდა. სხვა ქალაქებთან შედარებით, ჰაიფაში ნაკლებად ისმის განგაში. ორი დღის წინ იყო ბოლოს,“ - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეს საპასუხო რეაქციაა ისრაელის მიერ ლიბანში დაწყებულ სახმელეთო ოპერაციაზე. ამ წუთებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
მუშაობს რკინის გუმბათი, თუმცა იერუსალიმში, თელავივისა და კიდევ ხუთ ქალაქში მაინც ისმის აფეთქებების ხმა.
ებრაული მედია ირწმუნება, რომ ირანიდან 500-მდე რაკეტაა გაშვებული.
ირანის ტელევიზია აცხადებს, რომ უახლოეს წუთებში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მანამდე, თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე ბალისტიკური რაკეტების გაშვებისთვის ემზადებოდა. მზადყოფნაშია მოყვანილი სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ნაწილებიც.
ირანის ახალი იერიში ისრაელზე ამ წუთებში მთელი მსოფლიოს მედიის მთავარი თემაა.