მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს? - სადღესასწაულო დღეების ამინდის პროგნოზი

ახალი წელი

ახალი წლის ღამეს თოვლს ყველა ელოდება. გთავაზობთ თუ როგორი ამინდი იქნება 31 დეკემბრის ღამეს და უნდა ველოდოთ თუ არა თოვლის წამოსვლას.

როგორც ირკვევა, 31 დეკემბრის ღამეს ქვეყნის უმეტეს რეგიონში ცივი და შედარებით მშრალი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ ადგილებში მეტეოროლოგები სუსტი ნალექის ალბათობასაც არ გამორიცხავენ.

ახალი წლის ღამეს ტემპერატურა, სავარაუდოდ, -2°…+2°C ფარგლებში დაიწევს. 

მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ყინვები.

გთავაზობთ ჩამონათვალს, სადაც ახალი წლის ღამეს თოვლია ნავარაუდები:

გუდაურში, 30-31 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით, -7, ხოლო ღამით, -14 გრადუსი დაფიქსირდება. 

ასევე მოთოვს სვანეთში. აქ ჰაერის ტემპერატურა -1, -7, გრადუსი იქნება. 

ბაკურიანს რაც შეეხება აქაც თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა, -3, -10 გრადუსი დაფიქსირდება.